ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით “ოფროუდში აჭარის ღია პირველობა“ იმართება
10/08/2013

პრესრელიზი

10 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54

თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით "ოფროუდში აჭარის ღია პირველობა" იმართება

10 აგვისტოს აჭარაში, საქართველოს ექსტრემალური სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „ექსტრემალური ფესტივალის" ფარგლებში, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ოფროუდ შეჯიბრი ტრაიალში და მოტოშეჯიბრი კროსში. ღონისძიება ტარდება „თეგეტა მოტორსის", „რედბულის", „ნატახტარისა" და 4WD shop-ის მხარდაჭერით. შეჯიბრზე „თეგეტა მოტორსი" წარმოდგენილი იქნება პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთით Shell Helix.

შეჯიბრი ოფროუდში ტარდება სამ კატეგორიაში: სტანდარტი, მოდიფიცირებული და პრომოდიფიცირებული. მოტოკროსი კი ორ კატეგარიაში: ძრავის მოცულობა 250 სმ³-მდე და ძრავის მოცულობა 250 სმ³-ს ზემოთ. "თეგეტა მოტორსის" სახელით შეჯიბრზე სამი ეკიპაჟი გამოდის. მონაწილეები მაყურებლებს დაუვიწყარ და ექსტრემალურ სანახაობას პირდებიან.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები. გამარჯვებულებს „თეგეტა მოტორსი" საჩუქრად გადასცემს ფასიან ვაუჩერებს.

 

წაკითხულია: 2149